სვანეთმა მსოფლიოს კულტურის საგანძურს უნიკალური ისტორიული მასალა შემოუნახა,ეს მასალა ორგანულად ერწყმის ბუნების განუმეორებელ სილამაზეს და ქმნის იმ საოცარ ჰარმონიას,რომელსაც განცვიფრებაში მოჰყავს მნახველი.ერთმა მოგზაურმა სვანეთს,,ხალხური ხუროთმოძღვრების საოცარი საცავი”უწოდა.სიმტკიცით,სიძველით,ფორმითა და დანიშნულებით სვანური კოშკი და საცხოვრებელი სახლი მსოფლიო ხუროთმოძღვრების სიამაყეა.