თითქოს პირქუში და თან მიმზიდველი,
მთებისკენ მიწვევს რაღაც შეგონება,
ეს ხომ მიწიერი ღმერთების სამშობლოა,
აქ ხომ თავი მართლაც ღმერთი გეგონება!...
მთებისკენ მიწვევს რაღაც შეგონება,
ეს ხომ მიწიერი ღმერთების სამშობლოა,
აქ ხომ თავი მართლაც ღმერთი გეგონება!...
ცამდის აზიდული მთები დევებივით,
თვალს რომ შეავლებ და სისხლი აჩქროლდება,
მერე სიამაყით გული რომ შეჰკივლებს,
თითქოსდა მხედარი მთებში გაქროლდება...
თვალს რომ შეავლებ და სისხლი აჩქროლდება,
მერე სიამაყით გული რომ შეჰკივლებს,
თითქოსდა მხედარი მთებში გაქროლდება...
ეს მიწა ოდითგან გმირების სამშობლო,
ოდითგან დიდების მწვერვალებს იპყრობდა,
აქ დაბადებულა რამდენი ვაჯკაცი,
აქ მათი შიშით ხომ ვერავინ გვიპყრობდა,
ოდითგან დიდების მწვერვალებს იპყრობდა,
აქ დაბადებულა რამდენი ვაჯკაცი,
აქ მათი შიშით ხომ ვერავინ გვიპყრობდა,
აქ მტრების ჯინაზე ხომ იყვნენ მაგრები,
აქ ხომ თავს არავინ არავის უხრიდა,
ამ კუთხეს არასდროს ჰყოლია ბატონი,
ამ კუთხეს მტერი ძირს ვერასდროს უთხრიდა!
აქ ხომ თავს არავინ არავის უხრიდა,
ამ კუთხეს არასდროს ჰყოლია ბატონი,
ამ კუთხეს მტერი ძირს ვერასდროს უთხრიდა!
აქ იბადებიან ამაყი "სვანები"
აქ ხომ არავინ არავის ემონება,
ეს ხომ მიწიერი ღმერთების სამშობლოა,
აქ ხომ თავი მართლაც ღმერთი გეგონება!!!
აქ ხომ არავინ არავის ემონება,
ეს ხომ მიწიერი ღმერთების სამშობლოა,
აქ ხომ თავი მართლაც ღმერთი გეგონება!!!
Комментариев нет:
Отправить комментарий