воскресенье, 28 апреля 2019 г.

თითქოს პირქუში და თან მიმზიდველი,
მთებისკენ მიწვევს რაღაც შეგონება,
ეს ხომ მიწიერი ღმერთების სამშობლოა,
აქ ხომ თავი მართლაც ღმერთი გეგონება!...
ცამდის აზიდული მთები დევებივით,
თვალს რომ შეავლებ და სისხლი აჩქროლდება,
მერე სიამაყით გული რომ შეჰკივლებს,
თითქოსდა მხედარი მთებში გაქროლდება...
ეს მიწა ოდითგან გმირების სამშობლო,
ოდითგან დიდების მწვერვალებს იპყრობდა,
აქ დაბადებულა რამდენი ვაჯკაცი,
აქ მათი შიშით ხომ ვერავინ გვიპყრობდა,
აქ მტრების ჯინაზე ხომ იყვნენ მაგრები,
აქ ხომ თავს არავინ არავის უხრიდა,
ამ კუთხეს არასდროს ჰყოლია ბატონი,
ამ კუთხეს მტერი ძირს ვერასდროს უთხრიდა!
აქ იბადებიან ამაყი "სვანები"
აქ ხომ არავინ არავის ემონება,
ეს ხომ მიწიერი ღმერთების სამშობლოა,
აქ ხომ თავი მართლაც ღმერთი გეგონება!!!

суббота, 7 мая 2016 г.

ზაფხული ლენტეხში


https://drive.google.com/file/d/0B3xeLRdE_ahLUU1QODY3X2pFMGc/view?usp=sharing

ბუნების ფერთა საოცარი ჰარმონია

https://drive.google.com/file/d/0B3xeLRdE_ahLc0VxVXVJZDBaajQ/view?usp=sharing

ნისლი ხვეული ,სილამაზედ გარდაქცეული



https://drive.google.com/file/d/0B3xeLRdE_ahLR2I0RUVCWEVfOTg/view?usp=sharing

სითეთრე მთებზე სრულყოფილი თვით სილამაზე

https://drive.google.com/file/d/0B3xeLRdE_ahLb2FNenRpZ2JsT3c/view?usp=sharing

სვანეთი უფლის საცხოვრისია



https://drive.google.com/file/d/0B3xeLRdE_ahLejg1VGFQSjR0VzQ/view?usp=sharing

სვანეთო მე ვარ ძლიერ ამაყი რამეთუ შენს შვილად მოვისაზრები

   თუ არ გინახავს სვანეთი  მაშ რა გინახავს შენაომოდი და ერთად იხილე
                                                                      , ენა ,მამული ,რწმენაო
                                                                                                     /მიხო ქურასბედიანი/
                    მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველ ერს
                                                       თავისი ეროვნება,
                                                       თავისი არსებობა ,
                                                       თავისი ვინაობა.
სამშობლო ჩვენი გენეტიკური მეხსიერებაა,ფესვები,რომელიც გვასაზრდოვებს და წინაპართა უწყვეტ ჯაჭვში გვაერთიანებს,ყოველი ჩვენგანი ერთდროულად მომავლის მშობელიცაა და წინაპარიც,ჩვენ ჩვენ თავსაც ვეკუთვნით და ასევე ერთმანეთსაც,ერთი რგოლის ამოვარდნა აზიანებს ჯაჭვს საფრთხეს უქმნის მის უწყვეტობას,ამიტომ ყოველი ჩვენგანი სამშობლოს იმედია,მისი ტკივილიც და სიხარულიც.სამშობლო შენი ერის თავისუფალი არსია,შეკრული მამულით,ენით,სარწმუნოებით,თანაცხოვრების ისტორიითა და წესით
 ,,.სვანები თითქმის საუკეთესონი არიან სიმამაცისა და ძალის მხრივ:ფლობენ ისინი ირგვლივ ყველაფერს და უპყრიათ კავკასიონის მწვერვალები.....”
                                                                                          / ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე /

სულ რომ არაფერი-სისხლი მაქვს ისეთი,
ჯიში მაქვს ისეთი -სულს რომ აგიწიოკებს,
            სულ რომ არაფერი გული მაქვს იმხელა,
            რწმენა ქრისტიანის,მთებს რომ აზანზარებს,
            ცეკვა მაქვს ისეთი,ისეთი სიმღერა,
            აღადგენს საფლავში ჩადებულ ლაზარეს.

                                                                                                  /თორნიკე ნაროზაული/